ფესტივალის ტურნირები @ 01 May 2022

15-24 ივლისს, ქ. ფოთში ტრადიციულად გაიმართება საიუბილეო, მე-15 საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალი "ნანა ალექსანდრიას თასი-2022". ფესტივალის პროგრამით ტარდება 10 სხვადასხვა ტურნირი: I - A ღია ტურნირი (ფიდეს რეიტინგი 1801 და მეტი), II - B ღია ტურნირი (ფიდეს რეიტინგი 2100 და ნაკლები), III - C ღია ტურნირი (ფიდეს რეიტინგი 1800 და ნაკლები), IV - D ღია ტურნირი (ფიდეს რეიტინგი 1400 და ნაკლები), V - ღია ბლიც ტურნირი, VI - ღია ბლიც ტურნირი, VII - 10 წლის ჭაბუკთა შორის, VIII - 10 წლის გოგონათა შორის, IX - 8 წლის ჭაბუკთა შორის, X - 8 წლის გოგონათა შორის. ფესტივალის საპრიზო ფონდი 45 000 ლარია. 2019 წელს ფესტივალში მონაწილეობდა 10 ქვეყნის 400-მდე მოჭადრაკე.


News powered by CuteNews - http://cutephp.com